"დაზღვევის კომპანია ქართუ" მედიას პასუხობს

"დაზღვევის კომპანია ქართუ" მედიას პასუხობს

   "დაზღვევის კომპანია ქართუ" მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას-ბაზარზე გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის შესახებ კატეგორიულად უარყოფს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

 

   "ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია სადაზღვევო ბაზარზე, კერძოდ, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სახელმწიფო პროგრამებში "დაზღვევის კომპანია ქართუს" გააქტიურებასთან დაკავშირებით ("კომერსანტი", "ნეტგაზეთი").

   გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს "დაზღვევის კომპანია ქართუ" გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის აშკარა მცდელობაა და სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავს ფაქტებს ადგილი არასდროს ჰქონია და არც მომავალში ექნება.

   "დაზღვევის კომპანია ქართუს" მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს და 2001 წლიდან მომსახურებას უწევდა შეზღუდულ სეგმენტს. 2014  წლიდან "ქართუ დაზღვევამ" სადაზღვევო ბაზარზე ოპერირება გაააქტიურა და მომსახურება ახალი პროდუქტებით მომხმარებელთა ფართო წრეს ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო პირობები და ბაზარზე ვიმუშაოთ ჯანსაღი და ღია კონკურენციის წესების დაცვით. ჯანსაღი კონკურენციის პირობებზე მეტყველებს ისიც, რომ "დაზღვევის კომპანია ქართუს" დღევანდელ კლიენტთა შორის სახელმწიფო კომპანიების წილი სხვა კომპანიებთან შედარებით მინიმალურია.

   რაც შეეხება აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამას, აღნიშნულ პროგრამაში "დაზღვევის კომპანია ქართუ", თანაბარი პირობებით, ოთხ სხვა სადაზღვევო კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, ჩვენი მუშაობის პრინციპი ყოველთვის იყო და იქნება ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული.

   ამ ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციას ვუკავშირებთ მხოლოდ ჩვენს გააქტიურებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ გასაჯაროებამდე ყველა ინფორმაცია იქნება დაზუსტებული და გადამოწმებული, რათა თავიდან იყოს აცილებული თავისუფალი ბაზრის და ბიზნესის ინტერესების შელახვა." - ნათქვამია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: