"ხელისუფლების მეორე წლისთავი''-აქცია კანცელარიასთან
პოლიტიკური გაერთიანება "რეფორმატორები" 2 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან გამართავს აქციას ,,ხელისუფლების მეორე წლისთავი''
-"2014 წლის 2 ოქტომბერს პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები'' საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავენ აქციას ,,ხელისუფლების მეორე წლისთავი'', რომლის მიზანია საჯაროდ შეფასდეს ,,ქართული ოცნების'' ხელისუფლების საქმიანობა 2 წლის თავზე.
ილუსტრირებული იქნება ყველა წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც ჯერ კიდევ აუსრულებელია, თუმცა ობიექტურობიდან გამომდინარე მზად ვართ გავასაჯაროოთ მიღწევები, რომელიც 2 წლის მანძილზე განვითარდა საქართველოში"-ნათქვამია "რეფორმატორების" საზოგადოებისადმი მიმართვაში.