დავით უსუფაშვილი: ყველას ფუნდამენტური უფლებაა, სჯეროდეს იმის, რაც მას უნდა !
ყველას აქვს ფუნდამენტური უფლება, სჯეროდეს იმის, რაც თავად უნდა, - განცახდება ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის საპასუხოდ გააკეთა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის ორგანიზატორთა თხოვნით უპასუხა.
"აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს შორის არის სახელმწიფო, რომელმაც ყველა პრობლემა მოაგვარა, განავითარა საპარლამენტო დემოკრატია. სხვა ყველა დანარჩენ ქვეყანას ამ მხრივ პრობლემა აქვს. ესეც დემოკრატიის ნაწილია და ყველას აქვს ფუნდამენტური უფლება, სჯეროდეს იმის, რაც თავად უნდა. მაგრამ, არსებობს საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები და ფაქტები", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ჩვენს რუს კოლეგებს შეუძლიათ სჯეროდეთ, რომ მათ დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობა დაასრულეს". "ჩვენ, საქართველოში, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას ვაგრძელებთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.