საქართველოს უნივერსიტეტში ოთო გურგენიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება
დღეს საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის 519-ე აუდიტორიაში, 17:00 საათზე ოთო გურგენიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ "მე-13 თვის პოეტები" ამირან ჯანჯღავა, გურამ ლაცაბიძე, ბაჩო ზაქაიძე. გარდა ამისა საღამოზე იქნებიან მოწვეული სტუმრები და ოთო გურგენიშვილის მეგობრები.
ოთო გურგენაშვილის ხსოვნისადმი მიძრვნილ საღამოზე დასწრება თავისუფალია.
შეგახსენებთ, 30 ივლისს, რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა, რომელსაც 21 წლის ოთო გურგნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.