გოგლა ჟვანია: ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება 2014 წლის ბოლომდე დასრულდება!

გოგლა ჟვანია: ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება  2014 წლის ბოლომდე დასრულდება!

   უმრავლესობის დეპუტატი გოგლა ჟვანია მისი ძმის, ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების დასრულებას 2014 წლის ბოლომდე ელოდება. გოგლა ჟვანია გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებას აკეთებს კომენტარს:

   "ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ მინდა, რაიმე შეფასება გავაკეთო, მაგრამ აქვე გეუბნებით, ზურას საქმე აუცილებლად მივა ბოლომდე და ეს პროცესი არ გადასცდება 2014 წელს! ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკური სამუშაოები მიდის. საკმაოდ ბევრი ნივთმტკიცება არსებობს, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება. ამაზე მეტს, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით.


  მას შემდეგ, როდესაც სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა ოფიციალურად გამოცხადდება, მას აუცილებლად დააკავებენ. არ გამოვრიცხავ, რაღაც პერიოდი სააკაშვილი მიყრუებულ კუნძულებზეც მიიმალოს!" - აცხადებს ჟვანია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: