აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე თბილისში იმსჯელებენ
პარტია "ქართული ოცნება – დემორკატიული საქართველო" 14 სექტემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის შესახებ იმსჯელებს.
პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნულ საკითხზე პარტიამ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენებას "თვითნებური ქმედება" უწოდა.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებს, სადაც ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო. გვინდა, ცალსახად განვაცხადოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხელმძღვანელობასთან და პოლიტსაბჭოსთან. შესაბამისად, პარტიის ლიდერის გადაწყვეტილებით, 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც განიხილება აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თვითნებური ქმედება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება", - ნათქვამი იყო პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში.