საპატრიარქო და თურქეთის რელიგიური დეპარტამენტის წარმომადგენლობა განცხადებას აქვეყნებენ
საპატრიარქო და თურქეთის რელიგიური დეპარტამენტის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები სხვადასხვა სფეროებში უფრო აქტიურ თანამშრომლობას იწყებენ. მათი ინფორმაციით, შეიქმნება ერთობლივი ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს. შეხვედრაზე, ასევე მხარეებმა დაგმეს ისლამისტების მიერ განხორციელებული ძალისმიერი ქმედებები დაგმეს.
"თურქეთი და საქართველო არის ორი მეზობელი ქვეყანა, რომელსაც ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება აკავშირებს, რომელიც სულ უფრო ვითარდება, როგორც პოლიტიკური ისე სამხედრო, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში. სხვადასხვა რელიგიებს შორის ურთიერთგაგების და ტოლერანტობის განმტკიცების მნიშვნელობიდან გამომდინარე ურთიერთობები ღრმავდება რელიგიურ საკითხებთან მიმართებაში. არც ერთი ამ აღმსარებლობისათვის მისაღები არ არის ძალმომრეობა, ტერორი და ექსტრემიზმი, რა მიზნითაც არ უნდა იყოს ის განპირობებული. ხოლო ადამიანებს, რომლებიც ამგვარ ქმედებებს ჩადიან არავითარი კავშირი არ აქვთ რელიგიასა და რწმენასთან",-აღნიშნულია განცხადებაში.