გერმანიაში საქართველოს საელჩო განცხადებას ვარცელებს
გერმანიაში საქართველოს საელჩო უარყოფს ინფორმაცია, რომ თითქოს გერმანიაში გარდაცვლილ ზაზა კულუას გადმოსვენებასთან დაკავშირებით საკონსულო სამსახურმა ოჯახს დახმარება არ აღმოუჩინა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საელჩო განცხადებას ავრცელებს.
"როგორც დამკრძალავი ბიუროს შერჩევა, ასევე გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება უშუალოდ საკონსულო სამსახურის ჩარევით განხორციელდა. გარდა ამისა, უფასოდ იქნა მომზადებულ გადმოსვენების ორგანიზებისთვის საჭირო დოკუმენტაცია; მიღწეულ იქნა დამკრძალავ ბიუროსთან შეთანხმება გადასვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების გადავადების შესახებ. პარალელურ რეჟიმში, საელჩო მონაწილეობს გადასვენებისთვის აუცილებელი თანხის შეგროვების პროცესში. ასევე საელჩო მადლობას უხდის გერმანიაში მცხოვრებ თანამემამულეს, ქეთევან ჯანჯიბუხაშვილს, გარდაცვლილის ოჯახისათვის უანგაროდ გაწეული დახმარებისათვის.
გატარებულმა ღონისძიებებმა შესაძლებელი გახადა, რომ გარდაცვლილი ზაზა კულუას გადმოსვენება უმოკლეს ვადებში განხორციელდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ტუბერკულიოზით დაავადებული ზაზა კულუა 4 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა,.