დრანდის ტაძარს უკანონო რესტავრაცია უკეთდება
მე-6 საუკუნის დრანდის ტაძარს ევრორემონტი ჩაუტარდა. ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ დრანდაში მდებარე საკათედრო ტაძრის რესტავრაცია არქიტექტორებისა და ისტორიკოსების თანხმობის გარეშე მიმდინარეობს. ინფორმაცია ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
ისტორიკოსი გიორიგ გაგოშიძე გადაცემა "ქრონიკასთან" საუბარში აცხადებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამუშაოს ჩატარება იქნება კანონდარღვევა, ვინაიდან ის არ არის შეთანხმებული კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან.