გოგა ხაჩიძე: "გილოცავთ კიდევ ერთხელ თბილისლებო"!

გოგა ხაჩიძე: "გილოცავთ კიდევ ერთხელ თბილისლებო"!

  რა ქონების მეპატრონე გახდა დავით ნარმანია საქართველოს მერად არჩევის შემდეგ? საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "facebook–ს ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს იმ ხელშეკრულების ფოტომასლებს , რომლის თანახმად, 2014 წლის 15 აგვისტოს დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა მერიის ბალანსზე არსებული ავტომანქანისთვის ხმოვანი და ვიზუალური სასიგნალო აპარატურა შეიძინა.

  ხაჩიძის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, შენაძენის ღირებულებამ 900 ლარი შეადგინა.

  "გახსოვთ ალბათ ბიძინას-ნარმანია?... ხალხზე მზრუნველი, კარგი მეურნე, გადასარევი მენეჯერი, მერად რომ აირჩია დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ. სანამ პოსტზე მიმაგრებულ ფაილებს ნახავთ, იქნებ შეეცადოთ გამოიცნოთ, რა შეისყიდა ბიძინას-ნარმანიამ პირველი ოფიციალური ხელშეკრულებით, მერად გახდომის შემდეგ?... სირენა და ციმციმა მერს გილოცავთ კიდევ ერთხელ თბილისელებო!", - წერს გოგა ხაჩიძე ფეისბუკის გვერდზე.    

 

 

                                      

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: