ვიქტორ დოლიძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ამ შეფასებას ვერ დავეთანხმებოდი!

ვიქტორ დოლიძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ამ  შეფასებას ვერ დავეთანხმებოდი!

   საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება. დოლიძე აღნიშნავს, რომ ამერიკისადმი პატივისცემის მიუხედავად, მისთვის მსგავსი შეფასება მიუღებელია.

   "ოპონირება ოპონირებაა, მაგრამ მავნებლობა მავნებლობაა, სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების ხარჯზე არ შეიძლება, რომ ოპონირება გასწიო. ჩემი ღრმა პატივისცემის და დიდი მადლიერების მიუხედავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისადმი, რომელიც გვეხმარება სწორედ დემოკრატიის განვითარებაში, მე ამ კონკრეტულ შეფასებას ვერ დავეთანხმებოდი და ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ ყველა გამოძიებას", - განაცხადა დოლიძემ.


   შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გაავრცელა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებით და სისხლისსამართლებრივი დევნით, რომელიც, მათივე თქმით, საქართველოში დემოკრატიას საფრთხის წინაშე დააყენებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: