ირაკლი ღარიბაშვილი: არავისგან დამატებითი უფლებებიარ მჭირდება!
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, რომ არავისთან აქვს პრობლემა და არავისთან არის კონკურენციაში.
"არავისგან დამატებითი უფლებები და არავის დამატებითი ფუნქციები არ მჭირდება. ჩვენ ვმუშაობთ ახალი სკოლების მშენებლობაზე, ვმუშაობთ იმაზე, რომ ეკონომიკა გაუმჯობესდეს, სოფლის მეურნეობა განვითარდეს. ეს არის ჩემი საზრუნავი, ამაზე ვფიქრობთ 24 საათის განმავლობაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.