ბარაკ ობამა: შეერთებული შტატები და ნატოს ქვეყნები მზად არიან უკრაინის დასახმარებლად!
"შეერთებული შტატები და ნატოს ქვეყნები მზად არიან უკრაინის მხარდასაჭერად მთელი ძალების მობილიზება მოახდინონ",- განაცხადა ბარაკ ობამამ ბალტიმორში სიტყვით გამოსვლისას. "ნატოს წევრი 28 ქვეყანა და მათ შორის აშშ მზად არიან ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ რუსეთი სრულ იზოლაციაში მოექცეს. უკრაინის მხარდაჭერით ოფიციალური ვაშინგტონი არა თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებს, არამედ ფუნდამენტურ საერთაშორისო პრინციპებს და ნორმებს იცავს",-აცხადებს პრეზიდენტი.