პაატა დავითაია: მოვუწოდებ მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ პარტნიორი ქვეყნისგან მსგავსი განცხადებები არ იყოს!
"ევროპელი დემოკრატების" ლიდერმა პაატა დავითაიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ დეპარტამენტი მსგავს განცხადებებს მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით არასოდეს აკეთებს, რაც კიდევ უფრო სანდოს ხდის მას.
"სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ასეთი განცხადებები არ კეთდებოდეს იმიტომ, რომ ასეთი განცხადებები ლახავს ქვეყნის იმიჯს. საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ის შენიშვნები, რაც არის, მაგრამ ჩვენ გვესმის უმრავლესობისგან, პოლიტიკოსებისგან, თუ როგორ არ იზიარებს ან არ ეთანხმება ამ განცხადებას და გამოხატავს საწინააღმდეგო აზრს. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი არ იღებს ინფორმაციებს მხოლოდ ერთი წყაროდან, სახელმწიფო დეპარტამენტი, ვიდრე განცხადებას გააკეთებს, არამარტო ამერიკის საელჩოდან, არამედ ბევრი სხვა დამოუკიდებელი წყაროდან იღებს ინფორმაციას და მხოლოდ და მხოლოდ ამ ინფორმაციის ანალიზის შემდეგ აკეთებს განცხადებებს", - განაცხადა დავითაიამ.