რას იხვეწება ერთ დროს ძლევამოსილი ვანო მერაბიშვილი?
"რაა ისე ცხოვრება??? ერთ დროს ძლევამოსილი ვანო პირდაპირი მნიშვნელობით ტირის თურმე და იხვეწება, ოღონდ აქედან გამომიშვით და მთელ ჩემს მოპარულ ფულებს დავხარჯავო", - აღნიშნულ კომენტარს პარტია "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე facebook--ის პირად გვერდზე აკეთებს:
"როგორც ხდება ხოლმე, აფერისტებიც დაესიენ მის ოჯახს და ატყუებენ, რევოლუციას მოვაწყობთ და ციხიდან გამოგიყვანთო. ხაბაზი და მისი ამფსონები აქტიურობენ თურმე ყველაზე მეტად - "ახევენ" და "ახევენ" ვანუას მოპარულ ფულებს და ამ ფულებით არიან განცხრომაში. მეტი არაა ჩემი მტერი, მაგათ რევოლუცია მოახდინონ. რევოლუცია კი არა, მალე ერთმანეთს გაასწრებენ საზღვარზე. თუმცა, ვანუაზე "ახეული" ფულები შერჩებათ!!" - წერს ბრეგაძე.