ანა ქიზიყელაშვილი:-"უთქვამთ: აიღეო მკვლელობა შენს თავზე, რა მნიშვნელობა აქვს წამალს ჩაგიდებთო, ამ დროს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ"

ანა ქიზიყელაშვილი:-"უთქვამთ: აიღეო მკვლელობა შენს თავზე, რა მნიშვნელობა აქვს წამალს ჩაგიდებთო, ამ დროს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ"

     როგორც ივერიონი მკითხველს დაჰპირდა, გთავაზობთ ინტერვიუს ლევან დავითაშვილის მეუღლესთან, ანა ქიზიყელაშვილთან.     

 

   -"მე ვარ ანა ქიზიყელაშვილი, უკანონო პატიმრის, ლევან დავითაშვილის მეუღლე.საუბარი მინდა დავიწყო იქიდან, რა დროიდანაც მიმდინარეობდა ჩემი მეუღლის დაკითხვები. 14 ივნისს თელავში მოხდა არჩილ მაისურაძის, მეტსახელად  "სტარიჩოკას" მკვლეობა, რომელიც გვიან ღამით მოკლეს. ჩემი მეუღლე 14-ში დილით, გამთენიისას    5 საათზე წაიყვანეს  დაკითხვაზე. 

   -ვინ წაიყვანა?

  -ასე თქვა უბნის ინსპექტორი ვარო. დაკითხვაზე დაახლოებით 4 საათი იმყოფებოდა, მას თან ჩემი მაზლიც ახლდა. როდესაც სახლში დაბრუნდა, მითხრა არაფერიაო. მეორე დღეს საღამოს  ისევ წაიყვანეს, წაყვანიდან დაახლოებით ნახევარ საათში პოლიციის მანქანა მოვიდა  და სამართალდამცველმა მითხრა, რომ მე და ჩემი მამამთილიც უნდა წავსულიყავით დაკითხვაზე, თან გაგვაფრთხილა-თქვენი  ტელეფონებიც იქონიეთ თანო. ჩვენც რა თქმა უნდა წავედით. ჩემი მეუღლე ამ დროს დაკითხვაზე იმყოფებოდა. აღნიშნული საღამოს 8 საათზე ხდება.  ჩემი დაკითხვაც მოხდა. 

-რას გეკითხებოდნენ?

-კითხვები შემდეგნაირი იყო: რა ეცვა შენს მეუღლეს გუშინ საღამოს, რა ეფარა, რა მდგომარეობაში იყო, რა დროს მოვიდა სახლში. მეც ყველაფერი ვუთხარი, არც არაფერი დამიმალავს.  პოლიციის მხრიდან იყო მცირე მუქარა, რომ მოკლე კონკრეტულ პასუხებს ნუ მცემ, თორემ შენც დასაპატიმრებელი ხარო, საუბრის დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა მუშტი დამირტყა მაგიდაზე. ამ პოლიციელის სახე მახსოვს, მაგრამ მის სურათს ვერ ვპოულობ. 

   შემდეგ  ჩემი მამამთლი შეიყვანეს, ის  76 წლისაა , მან  საკუთარი ტელეფონის ნომერიც კი ვერ უთხრა და  მალევე გამოუშვეს, გულის ოპერაცია აქვს გადატანილი და ცუდად გამიხდა იქ.  პოლიციელებს ვთხოვე სახლში წავეყვანეთ და წაგვიყვანეს. 11 საათი რომ შესრულდა და ჩემი მეუღლე დაკითხვიდან კიდევ არ იყო  დაბრუნებული, ცოტა ავნერვიულდი და ჩემს მულს ვუთხარი,  წვალ და სამმართველოს წინ დავდგები, გული ცუდს მიგრძნობს, რაღაც ხდება-თქო, მან მარტო არ გამიშვა,  მე, ჩემი მული და მულისშვილი წავედით. ამ დროს ჩემს მეუღლეს თავისი ძმისთვის, ლერი დავითაშვილისთვის დაურეკავს და უთქვამს, რომ გამოდი, ფეხით სიარულის თავი არ მაქვს და სახლში ამიყვანეო , ჩემმა მაზლმაც ნახა მანქნა, ჩვენც ჩაგვსხა და სამმართველოში ჩავედით, როდესაც მივედით ჩემმა მაზლმა დაურეკა და უთხრა, რომ მისულები ვიყავით, სანამ არ დაგვინახა , მანამდე ტალნიდან არ გამოვიდა. 

   იმ ღამით ის სასტიკად ნაცემი იყო. ჩემი მეუღლე ნაციხარია, მან 9 წელი მოიხადა და ამინისტიით გამოვიდა,  ეუბნებოდნენ რომ მკვლელობა საკუთარ თავზე აეღო, რადგან ნაციხარი იყო, უპატრონო, მისი საქმე რომ გამოიკითხეს, ეგონათ, რომ მე ვერ გავახმაურებდი ამ ამბავს და  8 დან 20 წლამდე , ან სამუდამო პატიმრობაზე გაუშვებდნენ. 

 ასევე უთქვამთ: აიღეო შენ  თავზე, რა მნიშვნელობა აქვს წამალს ჩაგიდებთო, ამ დროს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.  გვიან საღამოს , როდესაც თავზე ხელი მოვკიდე, თავი გვერდზე  გასწია, დავინახე ორი დიდი თავგადახეთქილი კოპი.  როდესაც  ვკითხე რა იყო, მან მიპასუხა,  ნუ ნერვიულობ, არაფერიაო, მაგრამ რომ არ მოვეშვი, ბოლოს მითხრა, რაღაც ბლაგვი საგანი ჩამარტყესო. 

  დილით ვნახე, რომ წვივები სულ დალურჯებული ჰქონდა, მუხლის ქვევით რეზინის ხელკეტით იყო ნაცემი თუ რითი, ვერ გეტყვით, რადგან თავად არაფერი უთქვამს,  ვყვები იმას, რაც ჩემი თვალით ვნახე. 

   ჩემი მეუღლისთვის უთქვამთ, თუკი  შენს თავზე არ აიღებ მკვლელობას, შენ  უკვე დაპატიმრებული ხარ და ყვერელში გადაგიყვანთო, დაუდიათ ბორკილები  და მანქანის  მოსაყვანად წასულან, ის ტალანში მარტო დაჩენილა, ამ დროს კარები გაღებულა,  შემოსულა პოლიციელი, ტელეფონი გაუწვდია და უთქვამს, წადი თავისუფალი ხარო , ეს საეჭვოდ მოეჩვენა, ეტყობა რაღასცას მიწყობენი იფიქრა და მართალიც იყო, უნდოდათ შეექმნათ იმიტაცია, რომ ეს იქნებოდა " პაბეგი", პატიმარი დაკითხვიდან გაგვექცაო იტყოდნენ  და  დაცხრილავდნენ ეზოში. ეს ჩვენი აზრია.

     მეორე დღეს იყო არჩევნები, დღემ მშვიდად ჩაიარა, მეორე დღეს ისე დაიწყო მისი  დაკითხვებზე სიარული .

  საიდ იმყოფებოდა იმ საღამოს ყველა ვიდეომასალა ამოღებულია. იმ საღამოს ტოტალიზატორში რომ იმყოფებოდა, თვითონ მეპატრონმაც კი თქვა დაკითხვაზე,

 თქვა, რომ იმ  საღამოს იქ იყო  და პირველის ნახევარზე მოვიდა სახლში იციან , ანუ ფეხით მოძრაობდა თუ მანქანით ეს ყველაფერი იციან.  ვერანაირი მიზეზი რომ ვერ იპოვეს  იმისვის, რომ"შეეტენათ" სტარიჩოკას მკვლელობა, საბოლოოდ მუქარა განახორციელეს  (ეუბნებოდნენ წამალს ან იარაღს ჩაგიდებთო).  ამის შემდეგ დაკითხვის პროცესში ხდებოდა თუ არ მასზე ფიზიკური ზეწოლა ვერ გეტყვით, რადგან ისეთ მდგომარეობაში იყო ახალი კვალი არ დაემჩნეოდა. 

 როდესაც ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს, გადაწყვიტეს ჩემი მეუღლისთვის წამლის ჩადება (ორი კვირის განმავლობაში ჩემი კორპუსი პოლიციელების ალყაში იყო ). 

 ერთ-ერთი დაკითხვიდან(აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ყველა დაკითხვაზე მე და ჩემი მამამთილიც მივყავიდთ, არ გვკითხავდნენ, მაგრამ იქ ვიყავით)  ორი პოლიციელი გამოვიდა და მითხრა: " შენმა მეუღლემ მითხრა, ჩემს მეუღლეს უთხარით, რომ  საძინებელში კარტები აწყვია და გამოგატანოსო". კი მივხვდი, რომ რაღაც სისულელეს მეუბნებოდნენ და იქვე ვუთხარი, რაც კარტები გვაქვს ტელეფონში დევს, გახსენით და ნახეთთქო (მე ორი  და ჩემს მეუღლეს 4 კარტა გვაქვსთქო). 

  მინდა ავღნიშნო, რომ იმ დილით თეთრეული გადავაძრე და გავრეცხე, თან ლეიბებიც ამოვატრიალე,  საღამოს ჩემი მეუღლე ეზოში ჩავიდა,  ცოტახანში წვიმა წამოვიდა და    მეგობრის სახლში ავიდნენ (ილოსთან შუა სადარბაზოში),  სადაც გამის 1-2 საათამდე იქ შემორჩა. მე არ მეძინა, რადგან მას ველოდებოდი.იმ საღამოს ჩემს მეუღლესთან ერთად მისი ორი მეგობარი იმყოფებოდა, ორივე დაკითხულია და ჩვენებები აქვთ მიცემული.  ჩემს მეუღლეს იმის მოწმეებიც ჰავს , რომ ნამდვილად სადარბაზოში შემოვიდა.  ჩვენი ეზოს აღმოსავლეთ მხარეს წითელი პიკაპი იდგა, რომელიც ვანო ჯუგაშვილს ეკუთვნის (ეს ადამიანი ჩემს სახლში იყო ჩხრეკის დროს ).  ეს მანქანდა , რომელიც მისი საკუთრებაა და კიდვ მსუბუქი ავტომანქანა , პოლიციის მანქანა (მარკებში ვერ ვერკვევი), ელვისსისწრაფით დაიძრა და გაჩერდა სადარბაზოსთან, გადმოვიდნენ პოლიციელები, ჩააგდეს ჩემი მეუღლე მანქანაში გაუჩხრეკავად  და დაეშვნენ სამმართველოში, ისე რომ არსად არ გაჩერებულან.

  სამმართველლოში როდესაც ჩაიყვანეს გაუჩხრეკავად შეიყვანეს ერთ-ერთ ოთახში ( ეს ფაქტი სასამართლოზეც აღნიშნა, და უთხრა: პატივცემულო მმოსამართლე, როდესაც იქ მივედი სნოს ბოთლით წყალი დამალევინეს და მივხვდი, რომ იქ წამალი იყო გარეული, რადგან მალევე თავბრუსხვევა ვიგრძენიო, ერთ-ერთმა შემომძახა: "ჰა, ბიჭო, მიხვდი რატომაც მოგიტანეთ და დაგიდეთ 18 აბი სუბოტექსიო? 

-რას ითხოვთ?

- ჩემი მეუღლე მოითხოვს, იმ შარვალს, რომელიც მას იმ დღეს ეცვა ექსპერტიზა ჩაუტარდეს (დღემდე ციხეში ინახავს და არ მარეცხიებს ). გაზეთში გახვეული სუბოტექსის რამდენიმე აბი სახლში დამიდეს.  

  -როგორ დაგიდეს?

-როდესაც სახლში ამოვიდნენ სამს აკლად ხუთი წუთი, მოვთხოვე ჩხრეკის ორდერი, დავით ნეკერაულმა კი მიპასუხა, რომ არანაირი ორდერი არ იყო საჭირო ( დავით ნეკერაული არი ის ადამიანი, ვინც წამალი ჩამიდო).  ის დრო წაავიდა ორდერებით რომ შევდიოდნენო, მაშინ ვუთხარი, ვინმეს მაინც მოოვიყვან მოწმედ, რომ არაფერი დამიდოთთქო. რა უნდა დაგიდოთ, რეებს იძახით განა სააკაშვილის დრო არისო.

 მომცეს მოწმის მოყვანის უფლება , ჩამოვიყვანე ჩემი მეზობელი ლაშა ვართანაშვილი.  როდესაც მოვედით ჩხრეკა დაწყებული იყო,  ვართანაშვილს უთხრეს, რომ საგინაშვილს დადგომოდა, მე და ჩემს მაზლს გვითხრეს  ჯუგაშვილს დავდგომოდით. 

  მე ვეკითხები სად წაიყვანეს ჩემი მეუღლე, რაზეც მიპასუხეს, ჩემი მეუღლის სამყოფელი მე უნდა მცოდნოდა. საუბრის დროს გადასწიეს ჩემს საძინებელის ოთახთან   ფარდები და შევიდნენ. ზალა რო დაგმოანგრიეს და ვერაფერი იპოვეს, ჩემი მაზლის ოთახში გაგვიტყუეს,  მიხეილ ბარნოვი მზვერავად დაიყენა  ჯუგაშვილი და საგინაშვილი ჩხრეკდნენ  ჩვენ თავზე ვედექით, ნეკერაული ზალაში მაგიდასთან დარჩა, ვითომ რაღაცას წერდა, როდესაც გამოვედი ნეკერაული არ დამხვდა ზალაში და სწრაფი ნაბიჯებით ჩემი ოთახისკენ გავედი , ისეთ  მომენტში მივუსწარი, როდესაც ლეიბს დებდა და დავუყვირე: რა დადეთქო, მოვკარი თვალი, რომ რაღაც გაზეთშ გახვეული დადო,ამ ყვირლზე ყველა იქ მოვიდა, საგინაშვილმა იმედამ ასწია ლეიბი და 7 აბი სუბოტექსი იდო.  მე ეგრევე ანაბეჭდების აღება მოვთხოვე, რაზეც მიპასუხეს, გაზეთიდან ანაბეჭდები არ იღებაო.

 ასეთი  დაუფიქრებელი იქნებოდა ნასროკალი კაცი 18 აბი ჯიბეში ჩაედო 7 აბი და ნახევარი ლეიბის ქვეშ შეენახა.  ამ აჟიოტჟში მოვასწარით წაგვეკითხა, აგურისფერი  წარწერა ჰქონდა სუბოტექსი.

  როდესაც ჩვენებაზე ხელის მოწერა მთხოვეს, ვუთხარი, რომ არ მოუწერდი, რადგან ჩემი თვალით ვნახე როგორ დამიდეთ წამალითქო. ამ დროს მითხრეს: გაინტერესებს სად არის შენი მეუღლეო? განყოფილებაშია, ბორკილები ადევს და დაპატიმრებულიაო, ისიც არ დაივიწყოთ, რომ მკვლით დამემუქრნენ. მართლა ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დაფარული, რომ მოეკლათ , მაგრამ რადგან აშანტჟებდნენ შემეშინდა და ზეწოლის ქვეშ მომაწერინეს ხელი. 

  თენდებოდა, დაახლოებით ექვსის ნახევარზე მანქანამ ისევ მომაკითხა  და მე და ლაშა 

ჩაგვიყვანეს ხელის მოსაწერად. როდესაც მოვითხოვე ლევანის ნახვა, მითხრეს, რომ გურჯაანში 

ექსპერტიზაზე იყო გადაყვანილი" (სტილი დაცულია)

ცნობისთვის, პოლიციამ ჩხრეკის დღოს 18 აბი სუბოტექსი ამოიღო. 

   

 

                                                                                                                                  ესაუბრა ნათია ხარბედია

   

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: