მანანა მიქაძე: ადამიანები, რომელთაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დანაშაული შეგნებულად აქვთ ჩადენილი, თანანმდებობებზე არ უნდა დარჩნენ!
კოალიცია "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მანანა მიქაძე აცხადებს, რომ რეორგანიზაციის შემდეგ ქუთაისის მერიაში ის ადამიანები არ უნდა დარჩნენ თანამდებობებზე, რომლებსაც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დანაშაული შეგნებულად აქვთ ჩადენილი.
რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ, ქუთაისის მერიაში შტატით გათვალისწინებული 350 თანამშრომელი იმუშავებს, ხოლო 35–ს ხელშეკრულება გაუფორმდება.
"კადრები ატესტაციის გზით შეირჩევა და საზოგადოება ახალ პიროვნებებს ვერ შექმნის, თუმცა ისეთი ადამიანი არ უნდა დარჩეს თანამდებობაზე, ვინც შეგნებულად იყო ზონდერი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ასეთი ადამიანები დღესაც იკავებენ თანამდეობებს თუმცა ისინი "ქართული ოცნების" რეკომენდაციით არ არიან დანიშნული," - ამბობს მიქაძე.
კოალიციის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მათი წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე ადგილობრივ ხელისუფლებაში მხოლოდ მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი ირაკლი ავალიანი არის დანიშნული.