წყალდიდობა ლაგოდეხში და დაზარალებული მოსახლეობა
ლაგოდეხის რაიონის სეფლებში შრომასა და ნინიგორში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების სარდაფები და ეზოები დაიტბორა. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს "ივერიონთან" საუბარში სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელია და ძლიერი წვიმის დროს მოსახლეობა მუდმივად ზარალდება. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, უხვი ნალექის გამო ადიდებულია მდინარე ლაგოდეხისხევი და არსებობს მდინარის დასახლებულ პუნქტში გადასვლის საშიშროებაც. "მდინარის ნაპირსამაგრის მოწესრიგება სპეციალური ტექნიკით დღესვე დაიწყება" – განახადა ლაგოდეხის გამგებლმა კახა ჯამბურიამ.