მურმან დუმბაძე: აჭარის რეგიონში ხელდასმული, უნიათო მთავრობაა!
პარლამენტის ვიცე სპიკერი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე, საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და პარლამენტში ოპოზიცონერი დეპუტატის რანგში აპირებს მუშაობის გაგრძელებას.
კომენტარი მურმან დუმბაძემ ჟურნალისტებთან პარტიის ცენტრალური ოფისის დატოვებისას გააკეთა. მისივე თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია "ქართული ოცნება", სავარაუდოდ, დაიშლება.
"დაახლოებით 25 წელია პოლიტიკაში ვარ და ყველა მთავრობა ამბობდა, რომ დესტრუქციულად ვიქცეოდი. ყველა მთავრობამ კრახით დაასრულა თავისი საქმიანობა. როცა მითხრეს, რომ პარტიიდან უნდა გავრიცხულიყავი, ვუპასუხე, რომ ეს იყო დაგვიანებული. მათ დავუსვი კითხვა, უჭერდნენ თუ არა მხარს აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას და იმას, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოს თავისი უფლებამოსილებები განეხორციელებინა. ისინი კატეგორიულად ამბობენ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. მე ჩემის მხრივ რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ თუკი პარტიის პოლიტსაბჭო არ დათანხმდება ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციტივას, მე პარტიის რიგებს დავტოვებ", - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.