ონში იუსტიციის სახლი აშენდება
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რაჭას ესტუმრა და ამბროლაურისა და ონის ტერიტორიული სამსახურების მუშაობას ადგილზე გაეცნო.
როგორც მინისტრის პრესსამსახურიდან Nეწს.გე-ს აცნობეს, წულუკიანმა როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პარმენ მარგველიძისგან, ისე პარლამენტარ გია ჯაფარიძისგან მოისმინა ის პრობლემები, რაც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ უწყებებს აქვთ.
იუსტიციის მინისტრი პირადად შეხვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლებს. თეა წულუკიანი ამბროლაურისა და ონის ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსაც გაეცნო.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამბროლაურში მოქალაქეებისთვის სერვისის მიწოდებისთვის გარემო გაცილებით დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ონში აღნიშნული საკითხი კრიტიკას ვერ უძლებს.