ირინა სარიშვილი:-"გემს მიხედეთ, გემს!"

ირინა სარიშვილი:-"გემს მიხედეთ, გემს!"

   პარტია "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი უმრავლესობის დეპუტატის მანანა კობახიძის განმარტებებს ეხმაურება, რომელიც მან საკუთარი "ფეისბუქ" სტატუსის დაწერის შემდეგ გააკეთა.

  ცნობისათვის,პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე განმარტავს, რომ "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებული მისი სტატუსი პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ.

 

  "არა, ვინ ეხვეწებოდა მანანა კობახიძეს, გამომეხმაურეო ჰა? თან წესიერად გაეგო მაინც, რას ვგულისხმობდი, ოჯახის წევრების ხელშეუხებლობაზე როცა სტატუსი დავდევი! ეხლა დგას და თავს იმართლებს, მე არავის დავმუქრებივარ, მხოლოდ ირინა სარიშვილის სტატუსს გამოვეხმაურეო!
რა ხართ ეს მეოცნებეები რა! მერე გწყინთ, ქოცებს რომ გეძახიან! სანამ რამეზე გაიქაჩებით, ჯერ კარგად გაიგეთ, რაზე იქაჩებით და მერე ისიც გათვალეთ, ბოლომდე გაქაჩვის ქოცი თუ გაქვთ! და თუ არ გაქვთ, რაც გევალებათ, იმას მიხედეთ! გემს მიხედეთ, გემს!
და თქვენ დაალაგებთ ამ ქვეყანას ან პასუხს აგებინებთ ვინმეს?!!! ეეეეეხ!

სტატუსი რჩევა–დამრიგებლურია".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: