ლაშა ჩხარტიშვილი გიგი უგულავას ციხით ემუქრება
გიგი უგულავას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამის შესახებ გენპროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" თავმჯდომარემ ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში პროკურატურაში წარადგენენ მასალებს, თუმცა საჩივარი დღეს შეიტანეს. მისივე განცხადებით, მალე ვიხილავთ გიგი უგულავას მის მხარდამჭერებთან ერთად ციხეში, თბილისის ბაღ-პარკების უკანონოდ განადგურებისთვის.
"მათ პასუხი უნდა აგონ თანამდებობრივი გულგრილობისთვის", - აცხადებს "გრინფისის" გუნდის წევრი ნანა წულუკიძე და იზიარებს საჩივრით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.