დემურ გიორხელიძე:"როგორ შეიძლება ხელისუფლების ავტორიტეტი დღითიდღე უარესდებოდეს, ხელისუფლება კი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობდეს"!
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე საკუთარ გვერდზე "ფეისბუქ" სტატუსს აქვეყნებს,სადაც ჩვეული პირდაპირობით ერთხელ კიდევ ამხელს დღევანდელი ხელისუფლების უუნარობას. განსაკუთრებით საკადრო პოლიტიკას უწუნებს და მოსალოდნელ საფრთხეზეც ამახვილებს ყურადღებას."ივერიონი" მის ფეისბუქ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
"ნორმალურ პოლიტიკაში არსებობს დაუწერელი კ ა ნ ო ნ ი:
თუ ხელისუფლებაში ხარ, საქმეც უნდა აკეთო და უკეთესობისკენ უნდა წაიყვანო საქმე. თუ საქმე არ გამოგდის, ანდა შედეგს ვერ აღწევ, -
უნდა გ ა დ ა დ გ ე -
ეს წესიერი საქციელია, პასუხისმგებლობის მატარებელი, -
სერიოზული პოლიტიკური კრიზისი რომ არ შექმნას უშედეგობამ...
არადა, ეს კ რ ი ზ ი ს ი რომ შორს არ არის, - უკვე აშკარა გახდა!
ხელისუფლებაში მყოფი კოალიციის საყრდენი და მთავარი
პოლიტიკური პარტია ე.წ. "ქართული ოცნება" -
პრაქტიკულად განეიტრალებული პოლიტიკური ძალაა და არც პოლიტიკური რესურსი გააჩნია პოლიტიკური ლიდერობისათვის!
მისი, თითქოსდა, პოლიტიკური პარტნიორები კოალიციაში, აშკარად დამოუკიდებელ სცენარს წერენ, თუმცა,
რაკი თავადაც პილიტიკურად ძალიან სუსტები არიან,
მოკავშირე-მონათესავე პარტიისკენ მიილტვიან აშკარად და
ეს პოლიტიკური ძალა ცნობილია, - ახლან ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ პარტიას ვგულისხმობ, ცხადია...
სად გაგონილა, ხალხმა მოგიყვანოს ხელისუფლებაში,
იმედით შეგხედოს,
სიტუაციის გამოსწორებას და სიკეთეს ელოდეს და...
შენ ადგე და იმ პოლიტიკურ ძალას შეალეწო და მიაზილო შენი ავტორიტეტი, რომლისადმი ხალხის ზიზღი პიკს აღწევდა და სწორედ მის სანაცვლოდ დაგიჭირა მხარი!.. შენ კი... კოჰაბიტაცია, დემოკრატიის მთავარი მიზანი "ნაცმოძრაობის" გადარჩენააო! კადრები მისი, გავლენები მისი...
მაშ, შენი რაღა, პარტია "ქართულო ოცნებავ", - უაზროდ მომხვეჭელი პრიმიტივები თანამდებობეზე?!
სად გაგონილა,ყოველდღე უარესდებოდეს ხელისუფლების ავტორიტეტი
და ხელისუფლებაში მყოფი ხალხი ყურსაც არ აბარტყუნებდეს, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე და მატერიალურ სიკეთეებზე ფიქრობდეს,
ოღონდ, მხოლოდ... თავისთვის?!
მოკლედ,
რაღაც ცუდისკენ მიდის საქმე...
ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა პოლიტიკური სტაბილურობისა და წესრიგის შენარჩუნებას შეძლებს თუ არა, ძნელი სათქმელია!!!
მაინც, ეს რა უბედურება იყო, ჰა?!
ამდენი არაფრისმაქნისი სად იპოვა ხელისუფლებამ სახელმწიფო სამსახურში მოსაყვანად?!
პოლიტიკური კოალიციის შიგნით თანამდებობებზე კვოტების განაწილება პარტიებს შორის ეს რა არის - შპს "საქართველო" მმართველი კოალიციის 100%-იანი წილით?
აუჰ!
რა ცუდი ფინალი აქვს პოლიტიკაში პროფანულ და დილეტანტურ მოქმედებებსა და საქმიანობას...
საუბედუროდ, ვერ დალაგდა ქვეყანა და ისევ საშინელი საფრთხის კონტურები გამოიკვეთა!
იქნებ, ცოტა იფიქროთ რამე, რომ აქ რაც დავწერე, მცდარი აღმოჩნდეს...
მოხარული ვიქნები, მაგრამ...
არ ჩანხართ თქვენ მაფიქრალი ხალხი, არა!
საფრთხის გრძნობა არ გაქვთ!
სამწუხაროდ!"