ბიძინა ივანიშილი: დაპირებები იმაზე სწრაფად სრულდება, ვიდრე დაგეგმილი იყო!
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში წინასაარჩევნო დაპირებებზე საუბრობს.
"გულწრფელად გეტყვით – ორი წლის წინ ველოდი, რომ დღეს ქვეყანაში დაახლოებით ასეთი სურათი იქნებოდა. რაც შეეხება წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას, დაპირებებს საერთოდ ძუნწად ვიძლევი: უფრო საქმის გაკეთება მიყვარს და არა დაპირებების გაცემა. პოლიტიკაში ყოფნისას მე ამ პრინციპისთვის არ მიღალატია. დაპირებები იმაზე სწრაფად სრულდება, ვიდრე დაგეგმილი იყო, თუმცა, ოპოზიციას სურს, ყველაფერი სხვანაირად წარმოაჩინოს. ვფიქრობ, თავის დროზე სამთავრობო გუნდი ოპტიმალურად შევარჩიე. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოისურვა მისი გადახალისება და მომავალი გვიჩვენებს, როგორ გაამართლებენ ახალი მინისტრები."- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.