ე.წ ბოშების ბაზრობა დაიწვა

ე.წ ბოშების ბაზრობა დაიწვა

 ბოშების ბაზარში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებზეც გავრცელდა. მეხანძრეებს წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე  სახლის სახურავზეც მოუწიათ ცეცხლის ჩაქრობა.

  როგორც ცნობილია, შეტყობინება ვაგზლის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურში 06:00 საათზე შევიდა. ბაზარში 2 500 კვ.მ.–მდე ფართობია დამწვარი. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა, თუმცა მოვაჭრეთა განცხადებით, ზარალი დიდია.

  საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროს თემურ გიორგაძის განცხადებით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და გავრცელების საშიშროება არ არსებობს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: