თემურ ხომერიკი ლიტველ ბიზნესმენებს შეხვდება
თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე თემურ ხომერიკი დღეს ლიტველ ბიზნესმენებს შეხვდება. ევროპის კავშირში შემავალ ფონდებზე სპეციალიზირებული დელეგაცია საქართველოში ლიტვის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა. ისინი თავად დაინტერესდნენ თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობით.
ევროკავშირში შემავალ ფონდებზე ორიენტირებული ბიზნესმენები წარმოადგენენ სააქციო საზოგადოებას, სადაც 10-მდე მსხვილი კომპანია შედის, მათ შორის: “Consults Magnus”, “ALF LT”, “Slenis”, “Arsta Group”,”Strateginiou transporto sprendimai”.
შეხვედრა გაიმართება თბილისის განვითარების ფონდის ოფისში 11:30 საათზე.
მისამართი ძმები ზუბალაშვილების N48 T 2 47 00 14 ; 599 41 07 05
Emeil: n.kemashvili@yahoo.com
n.kemashvili@tdf.ge