რა რისკებს იღებს თავის თავზე ბიძინა ივანიშვილი?!

რა რისკებს იღებს თავის თავზე ბიძინა ივანიშვილი?!

 საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია "თბილისი პანორამას" დაწყების თარიღი, მისი განხორციელების ვადები , რა მოცულობის ინვესტიციაა მის სისრულეში მოსაყვანად საჭირო.
  ამ დროისთვის ინფრომაცია,  რომელიც  ამ პროექტთან დაკავშირებით ოფიციალურად არსებობს, არის ის, რომ თბილისის მერიამ უარით უპასუხა "პანორამა თბილისის" პროექტის ავტორებს, რომლებიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ბუნებრივად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის საკმაოდ მოცულობით ტერიტორიაზე,  განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებას მოითხოვდნენ.
  საუბარია მთაწმინდის რაიონში კოჯრის გზატკეცილზე,  ე.წ. სოლოლაკის მაღლობებზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდს გადაწყვეტილი აქვს "პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელება.
თბილისის  მერმა დავით ნარმანიამ კი განაცხადა, რომ ინვესტორების მხრიდან, პროექტის განახლების პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც იგი მერიას კიდევ ერთხელ წარედგინება.
  დავით ნარმანიას  აღნიშნული  განცხადებიდან 2 თვე გავიდა. პროექტის შესახებ არცერთ უწყებაში ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ. დუმილს ბიძინა ივანიშვილი არღვევს და გაზეთ "კვირის პალიტრასთან" პროექტზე საუბრობს.
"თბილისი-პანორამის არსი ის არის, რომ ერთი სასტუმრო აშენდება ძველი ცეკავშირის შენობის ადგილას. ალბათ, ვიცით ყველამ, რა მდგომარეობაში იყო მისი კარკასი, რომელიც ქალაქს ამახინჯებდა.
  კიდევ ერთი სასტუმრო აშენდება, პირობითად, ძველი თბილისის ცენტრში (ერეკლე მეორის მოედანზე). კაზინო შანგრილას თავზე.
ამ პროექტის შემადგენელი ნაწილია კიდევ ერთი სასტუმროს აშენება სოლოლაკის ბაღებში.
ამ პროექტის უნიკალურობა ის არის, რომ ქალაქის ცენტრი, ძველი თბილისი და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია ერთმანეთს უკავშირდება საბაგირო გზით.
მართლაც უნიკალურია, რომ ქალაქის ცენტრიდან შეგიძლია, პირდაპირ ველურ ბუნებაში გახვიდე და არ გამოიყენო სხვა ტრანსპორტი, გარდა საბაგირო გზისა. ეს ერთ-ერთი უნიკალური პროექტია, თუ ერთადერთი არა.
მსოფლიოს არცერთ ქალაქს მსგავსი რამ არ აქვს. ეს საოცრად აძვირებს პროექტს. რა თქმა უნდა, რენტაბელობის მხრივ ბევრი კითხვაა და მე ძალიან დიდ რისკზე მივდივარ.
პროექტი თანაინვესტირების ფონდისაა და მასში მონაწილეობა ყველას შეუძლია. პირველი რისკები მე ავიღე ჩემს თავზე და თუ პროექტი გაამართლებს და რენტაბელური გახდება, ნებისმიერს ექნება საშუალება, თვითღირებულებით ეს ყველაფერი შეიძინოს.
ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ ექსკლუზიური პროექტი შეიქმნას, მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და თბილისი რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდეს.
"რუსთავი 2 " და ნაცმოძრაობა კი ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს ივანიშვილი საბოლოოდ ანადგურებს თბილისს. ამას აჰყვნენ ვითომ დამოუკიდებელი და ობიექტური ჟურნალისტები, არადა, რეალობა სხვაა - ვხარჯავ ფულს, რომ თბილისში უნიკალური პროექტი განხორციელდეს.
მთელ საზოგადოებაში დანერგეს აზრი - მოდის ივანიშვილი და ქალაქს ანგრევსო. ნაციონალებს უნდათ ნგრევა. სურთ, ცეცხლში ნახონ მთელი ქვეყანა, მაგრამ მე ვერ გამაჩერებენ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: