ბინიდან გამოსახლებულმა თვითმკვლელობა სცადა

ბინიდან გამოსახლებულმა თვითმკვლელობა სცადა

  არასამთავრობო ორგანიზაცია "იბერიელთა კავშირის" ინფორმაციით,  ამ წუთებში ღუდუშაურის კლინიკაში შეიყვანეს  ვაჟა თიკაშვილი, რომელსაც გულის ოპერაცა უკეთდება. 

 
 დაზარალებული თიკაშვილის საკუთარი სახლიდან  გამოძევება ჯერ კიდევ გუშინ იყო ჩანიშნული,  იმის გამო,  რომ აღმასრულებელმა არ შეაჩერა გამოსახლება,  მან  თვითმკვლელობა სცადა ( თავის ჩამოხრჩობა), მაგრამ მეზობლებმა შეუსწრე ს და თვითმკვლელობა ვერ განახორციელა, თუმცა დღეს  მან დანა გულში ჩაირტყა და ამ წუთებში ღუდუშაურის კლინიკაში გულის ოპერაცია უტარდება.


  ცნობისთვის ეს ადამიანი დიდ დიღომში ცხოვრობს

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: