ირაკლი ლომაია: „თქვენ კი ქალბატონო ჭოხონელიძე დაეტიეთ რა თქვენს სოროში“
„პარაფსიქოლოგიის მამად“ აღიარებული და საქართველოდან წლების წინ წასული ირაკლი ლომაია, რომელიც ამ წლების განმავლობაში ერთხელაც არ დაბრუნებულა, თუ ვერ დაბრუნებულა საკუთარ სამშობლოში, დღეს დილით სოციალური ქსელის საშუალებით სტატუსს ავრცელებს.
სტატუსში საუბარია „ოცნებაზე“ და „მეოცნებეებზე,“ როგორც ირკვევა პატივცემულ ლომაიას ამ პოსტის დაწერის სურვლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის ინტერვიუ წაიკითხა. ლომაია არ ერიდება თამარზე შეურაცხყოფის მიყენებას, იგი მომღერალს ურჩევს დაეტიოს იმ თავის სოროში სადაც ცხოვორბს.
„პარაფსიქოლოგიის“ მამა ასევე წერს, რომ ჭოხონელძემ მთელი სიცოცხლის განმავლობაში რაღაც ერთი სიმღერა იმღერა და ნუ გადაგვაყოლებთ მაგასო.
ლომაია ასევე იხსენებს მისი წიგნის პრეზენტაციას და ინტერესედება, თუ რომელმა მოუტეხა მას თანხა იმ დღეს - ჭოხონელიძემ თუ კვალიაშვილმა. თუ კარგად წავიკითხავთ სტატუსს, მივხდებით რომ ლომაია ჭოხონელიძეს ფულის მოტეხვას აბრალებს. “ვისაც არ გესაიმოვნებათ სიმართლის მოსმენა შეგიძლიათ ვიცი წყალი დალიოთ“ - წერს ლომაია............
„ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ ირაკლი ლომაიას სტატუსს:
ირაკლი ლომაია: - “ძალიანაც კარგი, ისიც საქმეა რომ გყოფნით იმის გამბედაობა და თავად აღიარებთ, რომ მწარედ შეცდით.. მახსოვს თავკუდგამოდებული იცავდით ოცნებას ეხლა რა შეიცვალა? ეგ არაფერი წინ უფრო ბევრს ინანებთ.. ამ ბოლო დროს გულიანად ვიცინი ხოლმე ყველა იმ ადამიანებზე ვინც გამწარებული იცავდით ოცნებას კბილებით, ეხლა კი ნელ-ნელა დედიქვენის მუცლებში შეძვერით უფრო სწორად გსურთ შეძრომა მაგრამ იმდენად გასივდით უკან ვეღარ ეტევით.. თქვენ კი ქალბატონო ჭოხონელიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში რაღაც ერთი სიმღერა იმღერეთ და მაგას ზედ ნუ გადაგვაყოლებთ თქვენივე არტიზტიზმი თუ ნიჭია პოლიტიკაში ნუ აურევთ და დაეტიეთ რა თქვენს სოროში. იმღერეთ თუ გემღერებათ ან იცეკვეთ ... არ გაგვიწყალეთ საქმე? ეხლა კი სირცხვილი გვიანია სანამ პირს გააღებდით იქამდე უნდა გეფიქრათ ამაზე... მაგრამ ძაღლის თავი სხვაგან იმარხება ძალიან კარგად გიცნობთ და ვიცი თქვენი ნათესაური კავშირი ივანიშვილთან, თქვენ ხომ ბერას ნათლია ხართ, ხო და ეს ნათლობა უღირსად შეფასებული გამოდგა, სათანადო ყურადრება არ მოგაქციეს, გეგონათ თუ ულტრამილიონერს შვილს მოუნათლავდით თან გადმოგყვებოდათ, მაგრამ ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში, ეხლა კი როცა მიხვდით ამას, უცებ გახდა ოცნება ისევ ცუდი არა? ჰაი დედა, არა და მაშინ როცა გაყვიროდით ოცნება, ოცნებაო არც მაშინ იყავით გულრწფელი და მხოლოდ ანგარება გამოძრავებდათ, ხო და რაც მოგივათ ახია თქვენზე.. ამ წერილს კი საჯაროდ გიგზავნი და თუ ჩემი სიმართლე გულზე მოგხვდებათ ცივი წყალი დალიეთ. ხო კიდევ ამ გახსენებაზე იქნებ იმაზე პასუხი გამცეთ შენ დაკვალიაშვილმა, ჩემი წიგნის პრეზენტაციის დროს რომელმა მოტეხეთ ჩემი გადახდილი 600 ლარი შენ თუ კვალიაშილმა? რა ვიცი როგორც კვალიაშვილმა ბრძანა თურმე გადაგიხადათ და გადაგვაგდეთ.. - აი ასეთები ხართ თქვენ, ეხლა კი დიდი ამბავი თქვენც თუ ვინმემ გადაგაგდოთ, გულს ნუ გაიტეხთ ახია თქვენზე!!.”
თაზო ბენიძე
„ივერიონისგან“
სჯობს ირაკლი ლომაიამ საკუთარ წარსულს და იმ მოჩვენებით „სასწაულმოქმედებას“ მიხედოს, რომელსაც იბრალებდა და რომლითაც აბოლებდა საზოგადოებას. სწორედ მაგნაირებზე იტყვიან: „კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო“.
რაც შეეხება ქალბატონ თამარ ჭოხონელიძეს, მას საზოგადოების სიყვარული და პატივისცემა არ აკლია და მითუმეტეს, ირაკლი ლომაიასნაირები ვერაფერს დააკლებენ!