ზურაბ კიწმარიშვილი: მოლოდინია, რომ კვალიფიკაციის ცვლილების საკითხი დადგეს!

ზურაბ კიწმარიშვილი: მოლოდინია, რომ კვალიფიკაციის ცვლილების საკითხი  დადგეს!

  ეროსი კიწმარიშვილის ძმის, ზურაბ კიწმარიშვილის განცხადებით, "გამოძიებამ სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაცია უნდა შეცვალოს". განცხადება ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც დღეს დალუქული ავტომანქანა ექსპერტების თანდასწრებით ისევ გაიხსნა.

  "მოლოდინია, რომ კვალიფიკაციის ცვლილება დადგეს. გამოძიებამ უნდა იმსჯელოს ამაზე და უნდა იქნას მოძიებული ის დეტალები, რომელიც ამის საფუძველი იქნება, მაგრამ ეს მოხდება თუ არა, ამაზე შემიძლია, მხოლოდ ვიმკითხავო. ვფიქრობ, რომ ასეთი მომენტი უნდა დადგეს",- განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

    დღეს ავტომანქანიდან სისხლის სინჯები აიღეს, რომელსაც განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

  ცნობისთვის: მსგავსი ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია, თუმცა როგორც ექსპერტები აცხადებენ, გამოიკვეთა დეტალები, რომელთა გამოც ახალი ექსპერტიზის ჩატარება და დაზუსტებაა საჭირო.


  ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: