ზაქარია ქუცნაშვილმა პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუცია მიუტანა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს კონსტიტუცია მიუტანა. ჟურნალისტების კითხვაზე ქვეყნის მთავარი დოკუმენტის მოტანა რატომ გახდა საჭირო, ქუცნაშვილმა უპასუხა, რომ მათი შიშით ხელში ვერაფერი დაუჭერია.
"ეს არის დოკუმენტი, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა ისარგებლოს და დოკუმენტი, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს,"-აღნიშნა ქუცნაშვილმა.
ხოლო კითხვა, არღვევს თუ არა ახლა ვინმე კონსტიტუციას, დეპუტატმა უპასუხოდ დატოვა.
ცნობისთვის, მარგველაშვილისა და ქუცნაშვილის შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შედგა.