საგარეჯოს "მეოცნებე" გამგებელი ჰყავს!
საგარეჯოს ახალი გამგებელი ჰყავს. ეს თანამდებობა 30 წლის გიორგი ლოლაძემ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ხსენებული კანდიდატი "ქართული ოცნების" წევრია.
გიორგი ლოლაძეს მხარი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30-მა წევრმა დაუჭირა. ცნობისათვის: საგარეჯოს საკრებულოს 30 წევრიდან 26 "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.
გიორგი ლოლაძის განცხადებით, პრიორიტეტული წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობისგან მოსმენილი პრობლემების აღმოფხვრა იქნება. ძირითადად, ესენია სოფლის მეურნეობა და რაიონის იფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევას საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი ესწრებოდა , რომელიც ინიციატივას გამოთქვამს გამგებლის დასახმარებლად.