პასილოკში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

პასილოკში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

   უბედური შემთხვევა ქუთაისში, პასილოკში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. შოკურ მდგომარეობაშია სამი პიროვნება.  

 

   ავტოავარია პასილოკში მსხვერპლით დასრულდა, გარდაცვლილია ერთი პიროვნება, სამი კი მძიმე მდგომარებაშია, დაშავებულები ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში ამ წუთებშიც იმყოფებიან, მათი მდგომარეობა მძიმეა.

 

    დაზარალებულების ვინაობა არ ხმაურდება, ვრცელდება ინფორმცია, რომ ერთი არასრულწლოვანი გარდაცვლილია, ერთს კი ფეხი მოკვეთეს, ერთს ხელზე თითი მოკვეთეს , ამათგან ერთ-ერთს კი თავის არეში მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული. მესამე დღეა ავარიის შედეგად დაზარალებულები სიკვდილს ებრძვიან, საჭესთან მჯდომ  ახალგაზრდას სხეულის დაბეჟილობა აღენიშნება

   შეგახსენებთ: პასილოკის დასახლებაში  ავტოავარია ორი მანქანის ერთმანეთზე გასწრების  შეჯიბრმა გამოიწვია,  ასევე მომხდარმა მოსახლეობის მხრიდან ხმაურის ფონზე ჩაიარა, ადგილობრივები სამართალდამცავებს ადანაშაულებენ, მათივე თქმით ამ მთავრობის მოსვლის შემდგ მათ ყურადღება აკლდებათ და საპატრულო პოლიცია როგორც ადრე არ არის მობილიზებული.

   -რატომ ადანაშაულებთ სამართალდამცავ  უწყებებს ?

   -"შვილო, ეს წყეული  საპატრულო რომ ასრულებდეს მათზე დაკისრებულ მოვალებას და ხშირად ამოწმებდნენ უბნებს, როგორც ადრე, ასეთი შემთხვევები არ მოხდებოდა,   არ გამართავენ აქ ავტორბოლას  ეს ბავშვებიც, გზები ახლა რომ დახაზეს, სად იყვნენე აქამდე? ესე იგი ასეთი რამ უნდა მოხდეს და მერე მოგაქცევენ ყურადღებას, ვის აინტერესებს ხალხის ბედი,,, ანგელოზივით ბიჭი, რომელმაც  სკოლაში წასასვლელად საღამოს ახლად ნაყიდი  ტანსამოსი გაიმზადა საუბედუროდ ახლა სასახლეში გვყავს ჩასვენებული"- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.

   -საჭესთან მჯდომი მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა? 

   -არა, ნასვამი არ ყოფილა, საწყალი ვინც იჯდა საჭესთან ეს ვიცით, რომ თავად მძღოლი შოკურ მდგომარეობაშია, აქაურია- პასილოკლებია ყველა. როგორც  ვიცი საჭე ვერ დაიმორჩილა და მოხდა ასეთი ენით აუღწერელი უბედური შემთხვევა, მაგრამ არც თვითონა საწყალი კარგად-გვითხრა ფარდაცვლილის მეზობელმა.

    უახლოეს ინფორმაციას საინფორმაციო საგენტო ივერიონის ქუთაისის ბიურო უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.  

დავით ცხვარაძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: