თეა წულუკიანი:-"ქართველ ხალხს არავინ აურჩევია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ეთამაშონ ან ეკეკლუცოს"

თეა წულუკიანი:-"ქართველ ხალხს არავინ აურჩევია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ეთამაშონ ან ეკეკლუცოს"

   იუსტიციის მინისტრმა "რუსთავი 2"-ის ეთერში პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა:

   -"ნაციონალური მოძრაობა" დღეს გიორგი მარგველაშვილის ადვოკატის როლს თამაშობს. გიორგი მარგველაშვილი ის ფიგურა არ არის, რომელსაც სჭირდება "ნაციონალური მოძრაობის" ადვოკატობა და თუ ეს მე მესმის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტსაც ეს ესმის და არ მგონია, რომ ეს მას მოსწონდეს.

   არის მომენტები, როდესაც მე მასში ამ სისუსტეს ვხედავ, თუმცა მან ჩემი ეჭვები მოდით დავუშვათ, რომ გაფანტა, როდესაც თქვა, რომ ის არ აპირებს, არავითარ ძალებთან შეკვრას. მე ძალიან კონკრეტული წარმოდგენა მაქვს, თუ რა უნდა იყოს პრეზიდენტის როლი იმ კონსტიტუციის ფარგლებში, რომელიც ჩვენ არ დაგვიწერია - არც მე და არც ბატონ გიორგის, არავის "ქართული ოცნებიდან", არამედ ეს კონსტიტუცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაწერა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ჩაკეტილი იყო თავის ოთახში და ბატონი ავთო დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით, ისე რომ ამ ოთახში ოპოზიციას არ უშვებდა და მე ეს კარგად მახსოვს, დაიწერა ეს კონსტიტუცია.

   მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს ამ კონსტიტუციით აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლები, რომლებიც მგონია, რომ მან ჯერ ვერ მოირგო და მან ეს როლი და როლები სასწრაფოდ უნდა მოირგოს იმიტომ, რომ ჩვენი გუნდი, რომლის წევრიც არის გიორგი მარგველაშვილი, სხვაგვარად ქვეყნის პროგრესზე მუშაობას უბრალოდ ვერ გააგრძელებს"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: