“თავისუფალი თაობა” „თავისუფალი ზონის“ წინააღმდეგ

“თავისუფალი თაობა” „თავისუფალი ზონის“ წინააღმდეგ

არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობა” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  „ივერიონი“  უცვლელად გთავაზობთ.

 

„არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობა” წარმოვადგენთ სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ ძალას რომელსაც გვაერთიანებს პატრიოტულ-ეროვნული სულისკვეთება. ჩვენ წლების მანძილზე, ყოველთვის ვიბრძოდით “ნაციონალური მოძრაობისა” და მათი სატელიტი ორგანიზაციების წინააღმდეგ და 2012 წელს მივაღწიეთ დასახულ მიზანს. მოგახსენებთ, გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალების მიერ მართული არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონა” უახლოეს მომავალში გეგმავს მოაწყოს აგრესიული საპროტესტო აქციები, შექმნას ფორსმაჟორული სიტუაციები და ქაოსური ვითარება ქვეყანაში. ჩვენ, “თავისუფალი თაობა,” შევეწინააღმდეგებით ამ პროცესებს და არავის არ მივცემთ უფლებას მოაწყონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, რათა გზა გაუხსნან რევანშისტულ ძალებს. დროა, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორდნენ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის მტრები, სახელმწიფო დამნაშავენი ვინც 9 წლის მანძილზე ქვეყანა შიშსა და ტერორში ამყოფა, მათი ადგილი ციხეშია. მოვუწოდებთ “ნაციონალური მოძრაობის” “მზაკვრული გეგმების შემსრულებლებს “ გამოაცხადონ თვითლიკვიდაცია! წინააღმდეგ შემთვევაში, მათ პოლიტიკურ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ! ნუ შეგვიშლიან ხელს ახალგაზრდა თავისუფალ თაობას ვისწავლოთ, ვიშრომოთ და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაზე. “თავისუფალ თაობას” არ გვსურს რომ განმეორდეს ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობა ან და ისევ ვიხილოთ 90-იანი წლების დასაწყისი.“თავისუფალი თაობა” კანონის ფარგლებში ბოლომდე იბრძოლებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ხელისშემშლელი, კრიმინალების მიერ მართული ძალების წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობა” აპირებს მრავალი კუთხით იმუშაოს და ითანამშრომლოს პროგრესულ ახალგაზრდებთან და იმ პირებთან რომელთაც გული შესტკივათ საქართველოს მომავალზე! მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას დადგეს სიმართლისა და ქვეყნის სამსახურში.“ – ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: