სოსო მანჯავიძე:-"მრავალი სენი გვჭირს..."

სოსო მანჯავიძე:-"მრავალი სენი გვჭირს..."

   თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე საზოგადოების მანკიერ მხარეებს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

   -"მრავალი სენი ჭირს,ჩვენს საზოგადოებას და ერთ–ერთი უმძიმესი ამათგან ბილწსიტყვაობაა.

.ეს პრობლემა ყოველთვის არსებობდა გარკვეული დოზით,მაგრამ ამ ბოლო დროს ეპიდემიის ფორმა მიიღო. საქმე ისაა,რომ მოიშალა ბარიერები..ახალგაზრდებს უფროსების აღარ ერიდებათ,კაცებს ქალების,ხოლო ხშირად. ქალები კაცებს ტოლს არ უდებენ ამ საქმეში.

   ''ჩემი დედა მ–ნ ''–ის სხვადასხვა ვარიაცია, რომელიც "დედამც შემერთოს ცოლადას" გაუკუღმართებული ფორმაა.გამოთქმული განსაკუთრებული,მანკიერი ინტონაციით, აუცილებლად გაგიფუჭებს ხასიათს ადამიანს,თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მოხვდი.

   ბილწსიტყვაობა საზოგადოების ერთი ნაწილისათვის იმდენად მისაღები გახდა,რომ ამაში ''დახელოვნებული'' ადამიანები დიდი პოპულარობით სარგებლობენ,არიან სასურველი თამადები,წამყვანები და ა.შ.

   ამ სენმა უკვე კარგა ხანია შემოაღწია პრესაში,სოციალურ ქსელებში,საჯარო და არასაჯარო პოლიტიკურ დებატებში და ლამის ნორმად იქცა.

ადამიანი თვითონ უნდა ხვდებოდეს და გრძნობდეს "სიბილწის" დამღუპველ გავლენას მის სულზე და ხორცზე,მაგრამ ასე როცა არ ხდება და ეს ეროვნული პრობლემა გახდა,რადგან ყველა სენი გადამდებია,

   მაინტერესებს თქვენი აზრი,როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ ბოროტებას.მაგალითად.მიგაჩნიათ თუ არა მართებულად,რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბილწსიტყვაობისათვის გარკვეული ჯარიმა დაწესდეს.ან იქნებ თვლით,რომ იურიდიული ჩარევა ამ საქმეში არ იქნება ნაყოფიერი.

ერთი,რამ ნათელია–საზოგადოება უნდა გააქტიურდეს ამ მიმართულებით და ამით თავიც დაიცვას და შთამომავლობაც".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: