რუსეთს სანქციებს უმკაცრებენ

რუსეთს სანქციებს უმკაცრებენ

    ა.შ.შ-ს შემდეგ  რუსეთს სანქციებს კანადაც უმკაცრებს. შეზღუდვები 4 პირსა და 6 კომპანიას, მათ შორის "სბერ-ბანკს" დაუწესდება. კომპანიებს შორის სამეცნიერო- კვლევითი დაწესებულებებია.

 

   კანადის ხელისუფლების განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიმართ მათი მოწოდებების მიუხედავად, პროგრესი უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით არ შეინიშნება.

   სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს შეერთებული შტატები. თეთრ სახლში სანქციების ეფექტურობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ რუბლის კურსის დაცემა უცხოურ ვალუტასთან შედარებით, სწორედ აკრძალვების შედეგია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: