ნიკა გვარამია: ვინ ეკითხება ვიკა დოლიძეს?!
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია ვიქტორი დოლიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც დეპუტატმა "რუსთავი 2"-ს მოუწოდა მთავარობასა და პრეზიდენტს შორის არსებული დაპირისპირების თემა დახუროს.
"ვიკა დოლიძე მოგვიწოდებს პრეზიდენტის და მთავრობის დაპირისპირების თემა დავხუროთ.
ბატონო ვიქტორ, რამდენჯერაც რ2-მა რამე თემა დახურა (და, სამწუხაროდ, იყო ამის პრეცედენტები) ხელისუფლებასაც ავნო, საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც.
ასე რომ, გმადლობთ რჩევისთვის, მაგრამ ვერ გავიზიარებთ. ჩვენი საქმე არა თემების დახურვა, არამედ გასაჯაროვებაა. და ასე იქნება თქვენ რომ ხელისუფლებაში აღარ
იქნებით (და სავარაუდოდ თემის დახურვას აღარ მოგვიწოდებთ), მაშინაც", - აცხადებს გვარამია.