ზაზა ხატიაშვილი: პოლიციაში ნარკოტიკების ჩადება ისევ გრძელდება!

ზაზა ხატიაშვილი: პოლიციაში ნარკოტიკების ჩადება ისევ გრძელდება!

  "პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქეების მიმართ რამდენიმე შეურაცხმყოფელი ფაქტი დაფიქსირდფა". განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა " საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში" გამართულ პრესკონფერენციაზე.


   "ადვოკატთა ასოციაცია ყურადღებას ამახვილებს პოლიციის  დაწესებულებებში გამეფებულ უკანონო ფაქტებზე.   დღეს წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს რამი რიჟამაძისა და ლევან სამსონიძის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.

 ასევე,  ჩვენ წარმოგიდგენთ მოწმეს, რომელმაც თავისი თვალით დაინახა თუ როგორ უდებდნენ ნარკოტიკს პოლიციის თანამშრომლები საქართველოს მოქალაქეებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადამიანები ნასამართლევებიც არ არიან.

  სამოქალაქო სექტორმა ხმა უნდა ავიმაღლოთ თუკი გვინდა, რომ ევროპიულ სტანდარტებს მივუახლოვდეთ". განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ.  

    კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ამ ფაქტის, მოწმე- დავით დოლიძე. მისი თქმით მან საკუთარი თვალით დაინახა, თუ როგორ შსს-ს თერჯოლის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელმა კახაბერ ნებიერიძემ როგორ ჩაუდო მათ სამედიცინო შპრიცი, რომელშიც ექსპერტიზის დასკვნის  თანახმად  აღმოჩენილ იქნა ნარკოტიკული ნივთიერება "დეზამორფინი", რის შემდგეაც ორივე მოქალაქე გადაყვანილ იქნა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რომლის თანახმად მათ არ დაუდგინდათ ნარკოტიკული ნივთიერება "დეზამორფინის მოხმარების ფაქტი!

  პოლიციის განყოფილებაში სამივე ერთად ვიმყოფებოდით, ჩემი დაკითხვა სამი საათის შემდეგ მოხდა. ისინი მთხოვდნენ, რომ დამეწერა ჩვენება, სადაც დავადასტურებდი, რომ მათ ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ, რაც მ ე არ გავაკეთე, პირიქით, ვუთხარი, რომ მე დავუნახე როგორ ჩაუდეს რიჟამაძესა და სამსონიძეს აღნიშნული ნივთიერება.

  ჩვენ ვითხოვთ ვითხოვ რამი რიჟამაძისა და ლევან სამსონიძის გათავისუფლებას, ისინი 7 თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან ".

   ამ ფაქტთან დაკავშირებით მივმართეთ: სახალხო დამცველის აპარატს,

 გენერალურ იონსპექციას , მართალია საქმის მსვლელობა დაწყებულია, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: