მერაბ შათირიშვილი: მივმართავ ივანიშვილს, გამოხატოს საკუთარი პოზიცია ჩვენს მოთხოვნასთან დაკავშირებით!

მერაბ შათირიშვილი: მივმართავ ივანიშვილს, გამოხატოს საკუთარი პოზიცია ჩვენს მოთხოვნასთან დაკავშირებით!

,,ივერიონს“ ესაუბრა საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ახალი რეალობისთვის“ დამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარე მერაბ შათირიშვილი


-ბატონო მერაბ, თქვენ უკვე საკმარისზე მეტი მანძილი გამოიარეთ ქუთაისიდან. როგორია მოსახლეობის განწყობა, უჭერენ თუ არა მხარს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და რას ელოდებით 23 სექტემბერს თბილისში?


-ხალხის განწყობა ისეთივეა, როგორიც ჩვენი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით გახარებული ვართ!


მაინცდამაინც ფეხით უნდა ვიაროთ სოფლებსა და ქალაქებში, ხალხის განწყობა რომ გავითვალისწინოთ? ხალხის განწყობა არის აბსოლუტურად უკმაყოფილო ხელისუფლების, ანტიდისკრიმინაციული კანონის, კოაბიტაციის, საკადრო პოლიტიკის და სხვათა გამო. ზოგსაც სჯერა, რომ ,,ნაციონალები“ რევანშისთვის ემზადებიან.


-აშუქებენ თუ არა თქვენი აქციის მიმდინარეობას ტელევიზიები?


-ხან  13 ადამიანი მოვდივრთ, ხან - 23, ხანაც 30... ორნიც რომ მოვდიოდეთ, ხელისუფლებამ მაინც უნდა მოგვისმინოს!


 იმ ქვეყანას რა ვუთხარი, სადაც ექვსი მანდილოსანი ფეხით მოდის ქუთაისიდან თბილისისკენ და ტელევიზიები დუმს, თითქოს თევზი აქვს გადაყლაპული,  წყალი კი არა.


-რას ეტყვით ხელისუფლებას?


-კიდევ ერთხელ მივმართავ მას, გონზე თუ არ მოეგება და ხალხის სურვილს არ გაითვალისწინებს, დავიწყებთ სოფელ-სოფელ სიარულს და ,როგორც ამ ქვეყნის შვილები, ვიპოვით ხალხს, ვისთანაც გამოვნახავთ საერთო ენას. მუხლების გადაყვლეფის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ხალხს მაინც გავაერთიანებთ. ისეთ პარლამენტს რა ვუთხარი, მთელი საზოგადოება რომ ეწინააღმდეგება!


-რას გეგმავთ 23 სექტემბერს და გამოგეხმაუარათ თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიცია?


-23 სექტემბერს, 5 საათზე, მთავრობის სასახლის წინ, ვგეგმავთ აქციას ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით. იქ ველოდებით ყველა ორგანიზაციას, პოლიტიკურ პარტიებსაც, თუმცა არ ვართ თანახმა, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის  ქვეშ დადგეს ჩვენი მოთხოვნა. თბილისში გავარკვევთ, ვინ ეთანხმება ჩვენს ინიციატივას, მაგრამ ეს ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ მთავრობას.


თუ 23-ში, 5 საათზე, საზოგადოების ნაწილი არ შემოგვიერთდება, ჩავთვლით, რომ მათთვის ეს ბრძოლა დასრულდა!


-ხელისუფლება თუ გამოეხმაურა თქვენს ინიციატივას?


-იქიდან ჯერ-ჯერობით მხოლოდ დუმილი მოდის - ხელისუფლებისგან არ არის მხარდაჭერა, მაგრამ იქნება, რადგან ხალხი მოითხოვს ამას.


-გადამწყვეტი იქნება თუ არა თქვენთვის ბიძინა ივანიშვილის აზრი?


-ჩვენი ორგანიზაცია მიმართავს ბატონ ბიძინას, გამოხატოს თავისი აზრი ჩვენს მითხოვნებთან დაკავშირებით. გვითხრას, რეალურია ეს მოთხოვნა თუ მცდარი. ჩვენ ბიძინას გამოწვევა კი არ გვინდა, უბრალოდ, რადგან ამბობენ, რომ ის მართავს ქვეყანას დე-ფაქტო და დე-იურე საზოგადოების წევრია, დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის ცხოვრებაში, გვაინტერესებს მისი აზრი, სწორი ვართ თუ არა ჩვენს არჩევანში.


უამრავ ადამიანს შევხვდით ამ აქციის მიმდინაეობისას და თამამად შემიძლია ვთქვა: საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ასევე უმრავლესობა მხარს დაუჭერს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნასაც!..

                                                                                   ესაუბრა ია ჯღარკავა
 
 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: