მაღლივი კორპუსის მიმდებარედ გაზგასამართი სადგურის მშენებლობა აკნინებს უნივერსიტეტს და საფრთხეს უქმნის სტუდენტებს

მაღლივი კორპუსის მიმდებარედ გაზგასამართი სადგურის მშენებლობა აკნინებს უნივერსიტეტს და საფრთხეს უქმნის სტუდენტებს

   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტში გამართულ ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციის დროს აღნიშნა, რომ მაღლივი კორპუსის მიმდებარედ გაზგასამართი სადგურის მშენებლობა აკნინებს უნივერსიტეტს და საფრთხეს უქმნის სტუდენტებს.

  მან იმედი გამოთქვა, რომ მთავრობაში, საკრებულოში, ასევე მერიაში ამჟამად თანამდებობაზე მყოფ ყოფილ უნივერსიტეტელებს უფრო მეტად შესტკივათ გული უნივერსიტეტზე, ვიდრე თავად მას და ამდენად, იგი ელოდება საპასუხო რეაქციას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.

  უნივერსიტეტის  რექტორი აღნიშნავს,  რომ მან მოისმინა მერის მოადგილის განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მერია გადაწყვეტილებას არ შეიცვლის უნივერსტიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ გაზგასამართი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით.

  მისი თქმით, მათ არ შეუძლიათ, აწარმოონ სამართლებრივი ბრძოლა ამ საკითხის მოსაგვარებლად, რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთი უნივერსიტეტის საკუთრებას არ წარმოადგენს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: