ირაკლი ღარიბაშვილი: უზნეო ადამიანების მიერ წამოწყებულ სპეკულაციებზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია!
"უზნეო ადამიანები, რომლებსაც წარსულში ბევრი კრიმინალი აქვთ ჩადენილი , ბარბარე რაფალიანცის თემით სპეკულირებენ და ამაში ოჯახსაც რთავენ", - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში ყოფნისას ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.
"ეს შემთხვევა მოხდა "ნაციონალების" დროს, მათ ჰქონდათ 25 დღე გამოძიებისთვის. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, გამოძიება ჩიხში იყო შეყვანილი. როცა უნდა მოხდეს ცხელ კვალზე გასვლა, მაშინ არაფერი გააკეთეს. დღეს, ორი წლის შემდეგ, ამ უზნეო ადამიანების მიერ წამოწყებულ სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.