ვის ადანაშაულებს ჩიორა თაქთაქიშვილი ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოუძიებლობაზე?!

ვის ადანაშაულებს ჩიორა თაქთაქიშვილი ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოუძიებლობაზე?!

   "გასაოცარი უსინდისობა არის მსგავსი კომენტარი იმ ადამიანისგან, რომელმაც თავის თავზე აიღო ამ საქმის გამოძიება, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა," - ასე აფასებს  საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი პრემიერ მინისტრის განცხადებას ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

  მისი თქმით, დღეს გამოუძიებელ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირადად ირაკლი ღარიბაშვილია.
 
  "დღეს როგორც იკვეთება ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ვინ იყვნენ ,,ქართული ოცნებიდან" ამ შემზარავი დანაშაულის ჩადენაში თუ შემდგომში გამოყენებაში ჩარეული. აქედან გამომდინარე, მთავარი პასუხისმგებელი იმაზე, რატომ არ არის გამოძიებული დღეს ეს ფაქტი, არის პირადად ირაკლი ღარიბაშვილი,"-აცხადებს თაქთაქიშვილი.

   ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რაფალიანცების ოჯახში დანაშაული "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს მოხდა და მათ ვერ გამოიძიეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: