რა მოუწოდა დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს?
თბილისში მდებარე პარლამენტის შენობისათვის ავტოსადგომის მოსაწყობად მილიონ 155 000 ლარის ათვისების საკითხი პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დებატების საგანი გახდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მმართველ გუნდს მოუწოდეს, რომ თანხები მოქალაქეთა სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად მიემართათ.
უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობისა და ზოგადად ქალაქის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებას არ იჩენენ.
"ძროხები და ცხენები დადიან ამ შენობის ირგვლივ. იძახით, რომ ეს შენობა არ არის პალრამენტის ბალანსზე. ვინმეს ბალანსზე არ იქნება, თუ სახელმწიფოში არ იქნება ამის ნება," - განაცხადა თევდორაძემ.
დეპუტატების რეპლიკას პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და განაცხადა, რომ ის აპირებს მისი დეკემბრის ხელფასი სოლიდარობის ფონდში გადარიცხოს. უსუფაშვილმა ანალოგიური ქმედებისაკენ პარლამენტის წევრებსაც მოუწოდა.