რას ურჩევს სერგო რატიანი "ქართული ოცნების" დეპუტატებს?
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებიც თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში საქმიანობენ, საქმიანობის ადგილის შეცვლა და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გადასვლა ურჩია.
რატიანის თქმით, დეპუტატებს შეუძლიათ ივანიშვილის რეზიდენციაში პრემიერიც გადაიყვანონ და როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თუ ივანიშვილი კომუნალური გადასახადების გადახდაზე უარს არ იტყვის, დეპუტატებს, ამგვარად, დანახარჯები დაეზოგებათ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სერგო რატიანის ამგვარი განცხადება უმცირესობის მიერ თბილისში მდებარე პარლამენტისათვის ავტოსადგომის მოწყობაზე მილიონ 155 000 ლარის გამოყოფას მოჰყვა. "ნაციონალების" განცხადებით, ისინი თბილისში, პარლამენტის შენობაში მუშაობას არ აპირებენ.