ლევან ყიფიანი სპორტული ფედერაციების დეპოლიტიზირებას აპირებს

ლევან ყიფიანი სპორტული ფედერაციების დეპოლიტიზირებას აპირებს

აუცილებელია სპორტული ფედერაციების დეპოლიტიზაცია და ფედერაციების ხელმძღვანელთა რიგგარეშე არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება.


ამის შესახებ  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.


ლევან ყიფიანმა დამსწრეთ  სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ფედერაციების დეპოლიტიზაციას და ფედერაციების ხელმძღვანელთა რიგგარეშე არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების აუცილებლობას. ფედერაციების წარმომადგენლები მიესალმნენ მინისტრის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და გამოთქვეს სურვილი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

მინისტრთან შეხვედრას 70-მდე სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელი ესწრებოდა. ყიფიანმა საკუთარ გამოსვლებში სპორტში არსებულ პრობლემატიკაზე გაამახვილა ყურადღება. ყიფიანის განცხადებით, სპორტულ ფედერაციებთან კონკრეტულ პრობლემზე სასაუბროდ შეხვედრები მომავალ კვირას დაინიშნება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: