თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა, პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა: თუ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება იგი მზადაა პარლამენტი დაითხოვოს.
"გააჩნია ვითარებას, ბუნებრივია ეს ჩემი ვალდებულებაა, თუ ეს ესე მოხდება. თუ ასეთი რეალობა იქნება, ბუნებრივია. ეს იქნება იმ კონკრეტულ ვითარებაში გადასაწყვეტი და დღეს ასეთი ვითარება არ არის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა მართლაც დაეტოვებინა პრეზიდენტის თანამდებობა 2014 წლის თებერვალში, მარგველაშვილმა უპასუხა: "არც ვადასტრებ არც უარს არ ვამბობ".
გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი დაპირისპირების ან დაძაბულობის გამო უარს იტყვის თავის მანდატზე, ეს ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. პრეზიდენტის განცხადებით, თუ შეამჩნევს, რომ იგი ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის - გადადგება.