რა შესთავაზა მარგველაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს?
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ავლაბრის რეზიდენციის ტერიტორია დაუთმოს.
"გავიგე მინისტრების განცხადებები, რომ თურმე თავიანთთვის სდომებიათ ეს ტერიტორია. მესმის, რომ ვიღაცას შეიძლება უნდოდეს ამ რეზიდენციაში შემოსვლა, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს. სხვათა შორის, მზად ვარ იმ მომენტებში, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება მნიშვნელოვანი მიღებები, რეზიდენციით ისარგებლონ. შეუძლიათ შემოვიდნენ, გააფორმონ ხელშეკრულებები - მშვენიერი ტერიტორიაა, მიიღონ სტუმრები, მზად ვარ, რომ ეს დავუთმო, თუ ეს ხდება პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში".