მიხეილ სააკაშვილმა სამუშაო ვიზა ითხოვა

მიხეილ სააკაშვილმა სამუშაო ვიზა ითხოვა

  "ნიუ-იორკ თაიმსის" ელექტრონულ ვერსიაში გუშინ გამოქვეყნდა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ინტერვიუ, სადაც იგი აცხადებს, რომ აშშ-ში სამუშაო ვიზის მისაღებად უკვე შეიტანა განაცხადი.

   "სააკაშვილმა გვითხრა, რომ  ტურისტულ სტატუსს სამუშაო ვიზით ცვლის". იგი აპირებს, კვლავ წაიკითხოს ლექციები ტაფტის პრესტიჟულ უნივერსიტეტში, თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ უმაღლესმა საწავლებელმა სააკაშვილთან თანამშრომლობა მაისში შეწყვიტა.

   "ჯერჯერობით სააკაშვილი მემუარებს წერს, გამოდის კარგად ანაზღაურებადი ლექციებით, მონაწილეობს ვაშინგტონში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნაში და ხვდება ძველ ნაცნობებს, მაგალითად, სენატორ ჯონ მაკ-კეინს და სახმდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს", - ხაზგასმით აღნიშნავს გამოცემა.

  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: