მაი ფანჯიკიძე: საქართველო მზად არის უსაფრთხოების უზრუნვეყოფაში საკუთარი წვლილი შეიტანოს!

მაი ფანჯიკიძე: საქართველო მზად არის უსაფრთხოების უზრუნვეყოფაში საკუთარი წვლილი შეიტანოს!

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სიტყვით გამოვიდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერაყში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც იგი  ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით მოიწვიეს.


   მაია ფანჯიკიძემ ისაუბრა როგორც გლობალური, ისე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და საქართველოს  მზაობაზე, საკუთარი წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.


"ისეთი ტერორისტული გაერთიანებები, როგორიცაა ისლამური სახელმწიფო, წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთისთვის, არამედ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და დანარჩენი სამყაროსთვის.

  ჩვენი ვალდებულება გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში არის მტკიცე და ურყევი. საქართველო მხარს უჭერს კოალიციის ძალისხმევას, დაამარცხოს ისლამური რესპუბლიკა და უზრუნველყოს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის,ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს მათ, ვინც ტერორისტული დაჯგუფების არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.

  ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან უახლოესი კვირების განმავლობაში, იმისათვის, რომ განისაზღვროს, თუ რა სახის დახმარება შეუძლია გასწიოს საქართველომ", - აღნიშნა მინისტრმა.

   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლის დასრულების შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა მაია ფანჯიკიძეს.

   უშიშროების საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების საკითხი.

    სხდომას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უძღვებოდა. მან მადლობა გადაუხადა უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილე ქვეყნებს, მათ შორის იმ სახელმწიფოებს, ვინც მიიღეს შეერთებული შტატების მოწვევა და მზად არიან, საკუთარი წვლილი შეიტანონ ტერორიზმის დამარცხების საქმეში. მისი თქმით, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჭიროა გლობალური, მიზანმიმართული კამპანია, რათა ამ ორგანიზაციამ ვერ პოვოს თავშესაფარი ვერსად.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: